გზამკვლევი და რუკები

დამოუკიდებელ მოლაშქრეთათვის – ჩვენი წერილობითი ინფორმაცია, ინტერაქტიული რუკები და GPS მონაცემები(რომელიც ხელმისაწვდომია გადმოსაწერად) მოგაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ ტრანსკავკასიური ბილიკის მონაკვეთებზე გიდის დახმარების გარეშე გადაადგილებაში. 

2022 წლიდან სომხეთის ბილიკის სრულად დაფარვა შეგიძლიათ. ასევე გირჩევთ მრავალდღიან ლაშქრობას დილიჯანის ეროვნული პარკის, გეღამის ქედის, ვაიოცძორის პროვინციისა და სიუნიქის პროვინციის ტერირორიებზე.

საქართველოში შეძლებთ ზემო სვანეთის, რაჭისა და იმერეთის დალაშქვრას. უწყვეტი გზა(thru-hike) ამ ეტაპზე განვითარების პროცესშია. ჩვენი გუნდები ჯერ კიდევ მუშაობენ არსებული მონაკვეთების დაკავშირებაზე, თუმცა, თუ გსურთ სცადოთ მთლიანი ბილიკის გავლა, შემოუერთდით ჩვენს Trailblazers პროგრამას, რის საშუალებითაც ინფორმაციას მიიღებთ გაკვალვის პროცესში მყოფი მარშრუტების შესახებ.  

აზერბაიჯანის დალაშქვრა შეგიძლიათ როგორც შაქიდან ზაქათალის რაიონამდე, ასევე ყუბიდან გუსარამდე. ტრანსკავკასიური ბილიკი აქტიური განვითარების პროცესშია, თუმცა შესაბამისი ნებართვების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, thru-hike არ არის რეკომენდირებული.

Bitnami