Logo Backgrounds-25 (1)

კავკასიის კონსერვაციის კორპუსი, ტრენინგებისა და საკონსერვაციო სამუშაოების მეშვეობით, აკავშირებს და შთააგონებს გარემოსდაცვით სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა ლიდერებს.

კავკასიის რეგიონში უფრო მდგრადი მომავლის შესაქმნელად, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და პარტნიორებთან.

ZeskhoTrailbuilding-0002

კავკასიის კონსერვაციის კორპუსი (CCC) ჩვენი წამყვანი პროგრამაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს და შთააგონებს ახალგაზრდა ლიდერებს, გარემოსდაცვით სფეროში, საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

CCC არის ახალგაზრდული კონსერვაციის კორპუსი, რომელიც წარმოადგენს სამუშაო ძალის განვითარების, გარემოსდაცვითი განათლებისა და კულტურული გაცვლითი პროგრამების მექანიზმს რეგიონალური მასშტაბით.

 ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ეკოტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში და პარალელურად, მივცეთ მონაწილეებს საჭირო განათლება, დავეხმაროთ მათ სამუშაო უნარჩვევების განვითარებაში და სარგებელი მოვუტანოთ ბილიკის მახლობლად მცხოვრებ საზოგადოებას.

 ჩვენ თავს ვუყრით კონსერვაციის ახალგაზრდა ლიდერებს სალაშქრო ბილიკის პროექტებზე სამუშაოდ. ვეხმარებით მათ მრავალმხრივი ტექნიკური, თუ ცხოვრებისეული უნარების შეძენასა და განვითარებაში. კონსერვაციის კორპუსის პროექტების მეშვეობით, ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან და ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვებს გარემოს დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების ირგვლივ.

ბილიკის გუნდს ვიყენებთ როგორც პლატფორმას საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებისთვისვქმნით საერთაშორისო კოლაბორაციის შესაძლებლობებს, რომელიც დაგვეხმარება კავკასიაში უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში.

Korta-6551

ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონსერვაციული სამუშაოებით, CCC-ში მონაწილეობა შესანიშნავი საშუალებაა ახალი უნარების შესაძენად და გარემოზე პოზიტიური გავლენის მოსახდენად.

პრაქტიკული ტრენინგისა და გუნდური მუშაობის მეშვეობით, თქვენ შეიძენთ ღირებულ უნარჩვევებსა და სამუშაო გამოცდილებას, რაც ასევე წაგადგებათ მომავალში, კონსერვაციის სფეროში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. გაიგეთ მეტი ამჟამინდელი შესაძლებლობების შესახებ აქ.

პარტნიორებისთვის, კავკასიის რეგიონში, რომელთაც სურთ, ხელი შეუწყონ მდგრადი ტურიზმისდა ახალგაზრდების განვითარებას, CCC-თან თანამშრომლობა საუკეთესო გზაა ახალგაზრდების მომავალზე პოზიტიური ცვლილებების მოსახდენად, იმ პროექტების მხარდაჭერასთან პარალელურად, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ თქვენი საზოგადოებისთვის. პარტნიორობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ.

განაგრძეთ კითხვა პროგრამის მიზნების, აქტივობების და ამჟამინდელი შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.

მენიუ

Volunteer Portal

Click here to access our volunteer portal

პარტნიორები და სპონსორები

კავკასიის კონსერვაციის კორპუსი ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაცია – U.S. Forest Service International Programs-ისა და ტრანსკავკასიური ბილიკის ასოციაციის (TCTA) შემომწირველების მიერ. კავკასიის კონსერვაციული კორპუსი (CCC) არის  კოლაბორაციული პარტნიორობა TCT-ისა და Trails for NGO შორის.

ერთად, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პარტნიორებთან რეგიონის მასშტაბით, რათა დავნერგოთ მნიშვნელოვანი პროექტები სალაშქრო ბილიკების განვითარების, გარემოს აღდგენისა და მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის.

თუ გსურთ, გახდეთ TCTA-ის წევრი და წვლილი შეიტანოთ CCC-ის ძალისხმევაში, განავითროს და დააკავშიროს ახალგაზრდა ლიდერები კონსერვაციულ დარგში, შემოგვიერთდით აქ.

Dilijan National Park
Dilijan National Park
Zangezur Biosphere Complex
Zangezur Biosphere Complex
Bitnami