პრაქტიკული ინფორმაცია
ტრანსკავკასიური ბილიკის ეს მონაკვეთი, რომელიც გეღამის ქედზე გადის, არის რთული მარშრუტი გეოფრაფიულად იზოლირებულ გზაზე, რომელიც მიღწევადია მხოლოდ ზაფხულის თვეებში და საჭიროებს თვითკმარობის მაღალ დონეს სომხეთის ტრანსკავკასიური ბილიკის ნებისმიერ მონაკვეთზე.
შემოთავაზებული, 114 კმ-იანი მარშრუტი, აკავშირებს სულემას ქარვასლას ვაიოცძორის პროვინციაში, ქალაქ სევანთან, გეღარქუნიქის პროვინციაში და წარმოადგენს 4×4 გზების, ცხოველთა ბილიკების, ღია სტეპების, ქვა-ღორღიანი დაღმართების, კენჭოვანი ველებისა და ლავური ნაკადების ერთიანობას. მისი დალაშქვრა შესაძლებელია ორივე მიმართულებით, თუმცა ამ გზამკვლევში, ისევე, როგორც ბილიკის სხვა მონაკვეთების შემთხვევაში, აღვწერთ მოგზაურობის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებას.
ამაღლება (ქალაქ სევანიდან აჟდააკის მწვერვალამდე, მარშრუტის შუა წერტილში) მერყეობს 1,928 მ-დან(6,327ფტ) 3,597 მ-მდე(11,804 ფტ). ამ მონაკვეთის დაფარვის სავარაუდო დრო, ხანგრძლივი გადახვევების გარეშე, კარგი ამინდის პირობებსა და კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის შემთხვევაში, 5-7 დღეა,.
ლაშქრობისთვის გირჩევთ ივლისი-აგვისტოს პერიოდს, როგორც ყველაზე ოპტიმალურ სეზონს, თუმცა შუა ივნისიდან სექტემბრის ბოლომდეც შეგიძლიათ ტურის დაგეგმვა. ამ თარიღებს მიღმა, მომთაბარე დასახლებები დაცარიელებული დაგხვდებათ. სეზონის დასაწყისში, მკაცრი ამინდისა და/ან მიდვრებზე შემორჩენილი თოვლის არსებობის ალბათობა საკმაოდ მაღალია ხოლო სეზონის ბოლოს რთულდება წყლის მოპოვება. ნოემბრიდან მაისისამდე კი ქედი თოვლით არის დაფარული.
იქ მოხვედრა
ერევნიდან ბილიკის სათავეებთან მოსახვედრად, ყველაზე მარტივი გზა კერძო ტაქსის დაქირავებაა. ქალაქი სევანი დაახლოებით 70 კმ-ით არის დაშორებული ერევანს და ტაქსის საფასური, თუ დაანგარიშება ხდება სტანდარტული ტარიფით(1,00 დრამი/კმ.), დაახლოებით 7,000 სომხური დრამია(15 აშშ დოლარი). ბილიკის სამხრეთ სათავე, რომელიც სულემას ქარვასლასაში მდებარეობს, ერევნიდან დაახლოებით 160 კმ-შია, ეღეგნაძორის ან მარტუნის გავლით. შესაბამისად, ტაქსის სავარაუდო საფასური 16,000 დრამია(33 აშშ დოლარი).
ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ჩრდილოეთ ავტოსადგურიდან ქალაქ სევანის მიმართულებით ყოველდღე დადის მიკროავტობუსები(მარშრუტკები), რომელთა ფასია 600 დრამი. ალმასტი/კანაკერიდან(Ալմաստ/Քանաքեռ) საზაფხულო მატარებელიც ჩერდება ქალაქ სევანში. ჩრდილოეთ ავტოსადგურიდან მარტუნის მიმართულებითაც გადის მიკროავტობუსები და მგზავრობის საფასურია 1,200 დრამი. თუმცა მარტუნიდან სულემას ქარვასლამდე დარჩენილი 30 კილომეტრის გასავლელად, ტაქსი ან ავტო-სტოპი დაგჭირდებათ.
მარშრუტის მიგნება
ჩვენს ინტერაქტიულ რუკებზე შემოთავაზებული მარშრუტი გადამოწმდა და წარმატებით დაილაშქრა რამდენიმე მოხალისის მიერ. ამჟამად ბილიკი არ არის მონიშნული, თუმცა რელიეფის ძირითადი ნაწილის გაშლილი ხასიათის გამო, ვიზუალური ნავიგაცია შედარებით ადვილია.
გზად შეგხვდებათ ქვის მანიშნებლები, თუმცა ისინი არ გიჩვენებთ ტრანსკავკასიური ბილიკის მიმართულებას. მათ მომთაბარე მწყემსები იყენებენ ნავიგაციისთვის, თუმცა ზოგიერთი მათგანის ადგილმდებარეობა ჩვენც შევიტანეთ ჩვენს რუკებზე როგორც საორიენტაციო წერტილები.
შუა ზაფხულშიც კი, ჩრდილოეთისკენ მიმართულ ფერდობებზე შემორჩენილი თოვლი ზოგიერთ რეკომენდირებულ მონაკვეთს გაუვალს ან საკმაოდ სახიფათოს ხდის. ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა, თავად დაგჭირდეთ ალტერნატიული მარშრუტის მოძებნა.
თუ საბჭოთა დროის რუკას იყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ მათში ნაჩვენები უმეტესი ინფრასტრუქტურა უკვე აღარ არსებობს(თუმცა ტოპოგრაფიული ინფორმაცია მეტწილად ზუსტია). საჰაერო გამოსახულებებმაც შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანონ: 4×4 გზები დროთა განმავლობაში იცვლება, როცა არსებული გზა იშლება და ახალი გაჰყავთ. მომთაბარეები კი, რომლებიც ერთ წელს სახლობდნენ ამა თუ იმ ტერიტორიაზე, მომდევნო წელს შესაძლოა არ დაგხვეთ იმავე ადგილას (თუმცა მეტწილად ისევ სახლობენ). OpenStreetMap-ის ინფორმაცია ამჟამად ეფუძნება საჰაერო გამოსახულებებს, რომელიც საკმაოდ უზუსტოა და არ არის სრულად სანდო.
მარაგები
გზად არ არსებობს მაღაზიები საკვებისა თუ საწვავის მარაგის შესავსებად. თავად თუ არ შეიმუშავებთ ალტერნატიულ გეგმას, ყველა საკვები თუ საწვავი, რაც ამ გზის გავლის დროს დაგჭირდებათ, თან უნდა იქონიოთ, ხოლო ყოველგვარი ნარჩენები თავად უნდა მოაგროვოთ და გადაყაროთ.
თქვენი სამგზავრო გეგმის შედგენისას გაითვალისწინეთ, რომ მარშრუტის შუა მონაკვეთის ამაღლებებზე თხელმა ჰაერმა, ბარგის დამატებითმა წონამ და მომატებულმა ტექნიკურმა გამოწვევებმა შესაძლოა დღეები შეგიმოკლოთ. გაითვალისწინეთ ამიდის გაუარესების შემთხვევაში შესაძლო შეფერხებები და გზიდან გადახვევები და დამატებით თან იქონიეთ სულ მცირე ერთი დღით მეტი მარაგი.
აუცილებელია წყლის სწორი რაციონირება და სანდრო ფილტრაციის სისტემის ქონა. მიუხეხდავათ იმისა, რომ ბილიკი საკმაოდ მოშორებულია, ზაფხულობით რეგიონი პირუტყვის საძოვრად გამოიყენება. შესაბამისად, დაბინძურების რისკი მაღალია. სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა და მდინარისა თუ ტბის დონეები, შესაძლოა განსხვავდებოდეს კლიმატური ცვალებადობის მიხედვით, წლიდან წლამდე.
ივნისი-სექტემბრის განმავლობაში, შესაძლოა გზად შეგხვდეთ მომთაბარეები, რომლებიც თავიანთი ნახირებით საძოვრებზე გამოდიან და დროებით ბანაკებში ცხოვრობენ. შემოთავაზებული მარშრუტი რამდენიმე ბანაკთან ახლოს გადის, თუმცა განზრახ არ გაივლის პირდაპირ მათ ადგილსამყოფელს, მეცხვარე ძაღლების აგრესიული ქცევის რისკის გამო. მობანაკეებისგან მოსალოდნელია საკვების შემოთავაზება და სტუმართმოყვარე დამოკიდებულება თუმცა, ისინი საკმაოდ შეზღუდული მარაგებით არსებობენ, ამიტომ მათ ნუ დაეყრდნობით. ფინჯან ყავასა და ტკბილეულზე ნუ იდარდებთ, თუმცა გირჩევთ, სანაცვლოდ საკუთარი მარაგიდანაც შესთავაზოთ რაიმე. ბანაკების უმეტესობა მდებარეობს წყაროებთან ახლოს, თუმცა გვალვების დროს, როცა წყლის დამოუკიდებლად მოპოვება გართულებულია, შესაძლებელია ადგილობრივების ავტომობილების დახმარებით(შესაბამის ფასად), მოიმარაგოთ წყალი. პატივსაცემია, იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებლები და თვითკმარები და არ დაეყრდნოთ მობანაკეებს წყლისა თუ სხვა პროდუქტის მოპოვებაზე.
ელექტრონიკა და კავშირგაბმულობა
მობილური ქსელების დაფარვა არარეგუალარულია და ხშირად საერთოდაც არ არსებობს. განსაკუთრებით კი, მარშრუტის ამაღლებულ მონაკვეთებზე(რომლებიც ასევე ყველაზე მოშორებულია). აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ მესაქონლეებს. ჩვეულებრივ, მათ იციან უახლოესი ადგილები, სადაც ქსელი ხელმისაწვდომია.
ანალოგიურად, ერთადერთი საიმედო შესაძლებლობა ელექტრონული მოწყობილობების დასატენად, იქნება ის, რასაც თავად წაიღებთ ლაშქრობის დროს: პორტატული დამტენები ან მზის პანელები.
ნებისმიერ სათადარიგო დამტენსა თუ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, გირჩევთ თან იქონიოთ ამობეჭდილი ტოპოგრაფიული რუკები სანავიგაციოდ, სათანადოდ დაკალიბრებული კომპასი და იცოდეთ მათი სწორად მოხმარება.
წვდომა და გადაუდებელი შემთხვევები
რეგიონში არ არსებობს ასფალტიანი გზა ან მუდმივი დასახლებები. იშვიათად ნახავთ 4×4 გზებს. საავტომობილო გზების ადგილმდებარეობა ცნობილია მათთვის, ვინც მიმდებარედ ცხოვრობს და ასევე რამდენიმე მთამსვლელი გიდისთვის, რომლებიც მთაში ექსკურსიებს ატარებენ. ჩვენს რუკებში შეტანილია ეს გზები, რომელთა გამოყენება ფეხით ევაკუაციისთვისაც შეგიძლიათ. ბილიკის ზოგიერთ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალების პირადაპირი წვდომა შეუძლებელია. ვერტმფრენით ევაკუაცია შესაძლოა გართულდეს მკაცრი ამინდის შემთხვევაში, წელიწადის ნებისმიერ დროს. მაშინაც კი, როცა ცა სრულიად მოწმენდილი ჩანს, ხშირია ელჭექი და შტორმები, რომელიც წარმოიქმნება სევანის ტბიდან აორთქლებული წყლისა და მწვერვალებს ზემოთ კონდენსაციის შედეგად.
გარდა თქვენი გამოცდილების სათანადოდ შეფასებისა და ნახსენები რისკებისა თუ სირთულეების მიმართ მზაობისა, გირჩევთ, თან იქონიოთ სასიგნალო შუქი და დარწმუნდეთ, რომ თქვენი სამოგზაურო დაზღვევის პოლისი ფარავს 3,600მ/12,000ფტ-მდე ლაშქრობასა და სამედიცინო ევაკუაციის ხარჯებს. რეკომენდირებულია, აცნობოთ ახლობელს თქვენი სამოგზაურო გეგმების შესახებ, რაც მოიცავს თქვენი მარშრუტის დეტალებსა და ლაშქრობის დასრულების სავარაუდო გრაფიკს.
გამოწვევად ჟღერს? ასეც არის! ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოლაშრეები, რომლებიც წარმატებით ფარავენ TCT-ს ამ მონაკვეთს, არნახული გამოცდილებით საჩუქრდებიან. მეტი ინფორმაციის მისაღებად, განაგრძეთ კითხვა.
მენიუ
მარშრუტის გადმოწერა
აპლიკაციები
იხილეთ ეს ბილიკი შემდეგ აპლიკაციებსა და პლატფორმებზე(ბმულები იხსნება ახალ ფანჯარაში):
პარტნიორები და სპონსორები
ტრანსკავკასიური ბილიკის ეს მონაკვეთი განვითარდა 2016-2021 წლებში, როგორც TCTA-ს ინდივიდუალური დონორების მხარდაჭერით, ასევე ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებთან პარტნიორობით.
გახდით TCTA-ს წევრი და მხარი დაუჭირეთ ბილიკის განვითარებას. შემოგვიერთდით აქ.