ტრანსკავკასიური ბილიკის (TCT) შესახებ

ტრანსკავკასიური ბილიკი (TCT) იქნება მცირე და დიდ კავკასიონზე გადაჭიმული 3,000 კილომეტრიანი სალაშქრო გზა, რომელიც დააკავშირებს ოცდაათამდე ეროვნულ პარკსა და დაცულ ტერიტორიას რეგიონში.

კავკასიონი, რომელიც ესაზღვრება ევროპას, აზიასა და შუა აღმოსავლეთს და სხვა სიტყვებით ცნობილია, როგორც სამხრეთ კავკანიონი, ამიერკავკასია ან ტრანსკავკასია, ბიოლოგიურად, კულტურულად და ლინგვისტურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ცოტას თუ ჰქონია შესაძლებლობა მისი სრულყოფილად დათვალიერებისა თუ შესწავლისათვის.
ამჟამად, კავკასიონიზე უწყვეტი ბილიკის იდეით გაერთიანებული, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მოლაშქრეთა, კარტოგრაფთა და ბუნების დამცველთა საზოგადოება ზრუნავს, რუკაზე აღბეჭდოს ეს საოცარი ადგილი და მომავალ თაობებს საშუალება მისცეს, დატკბნენ რეგიონის ლანდშაპტებითა და ბუნებრივი მემკვიდრეობით.

2015 წლიდან ტრანსკავკასიური ბილიკი აქტიური განვითარებისა და სწრაფი ზრდის პროცესშია. შემოგვიერთდი და გახდი ამ შესანიშნავი პროექტის ნაწილი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ რეგიონში!

ტრანსკავკასიური ბილიკის 2022 წლის მონაცემები. უწყვეტი ხაზები აღნიშნავს დასრულებულ მარშრუტს. წყვეტილი ხაზები აღნიშნავს სავარაუდო და/ან მუშაობის პროცესში მყოფ მარშრუტებს.
ტრანსკავკასიური ბილიკის 2022 წლის მონაცემები. უწყვეტი ხაზები აღნიშნავს დასრულებულ მარშრუტს. წყვეტილი ხაზები აღნიშნავს სავარაუდო და/ან მუშაობის პროცესში მყოფ მარშრუტებს.

დალაშქრე ბილიკი

Hike the trail

ჩვენ მუდამ გვახარებს უშიშარი მოლაშქრეების გაცნობა TCT-ს ბეტა მონაკვეთების დასალაშქრად. ნახეთ TCT-ს მიმდინარე ბილიკის სექციები ან შეუერთდით მოლაშქრეთა მხარდაჭერის პროგრამას. ჩვენ მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას!

გახდი მოხალისე

Volunteer

ორკვირიანი საერთაშორისო მოხალისეთა პროგრამა გრძელდება ივლისიდან სექტემბრამდე. ხოლო ორდღიანი გასვლები, ბილიკზე სამუშაოდ, ტარდება შაბათ-კვირაობით, გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში.

გაწევრიანდი

Membership

გახდი ტრანსკავკასიური ბილიკის ასოციაციის წევრი! ყოველთვიური ან ყოველწლიური დონაციით შეძლებ ისარგებლო წევრებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და ბენეფიტებით.

Bitnami