გეღამის ქედი, სომხეთი

114 კმ-იანი (5-7 დღე) ლაშქრობის გზამკვლევი, ტრანსკავკასიური ბილიკის გეოგრაფიულად იზოლირებულ მონაკვეთზე.

ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ დაგეგმოთ მრავალდღიანი, დამოუკიდებელი ლაშქრობა(unsupported treck) სომხეთში, გეღამის ქედის გავლით. ამ გვერდზე ნახავთ: ინტერაქტიულ რუკებს, პრაქტიკულ ინფორმაციასა და ბილიკის ჩანაწერებს. დამატებით, იხილავთ გადმოსაწერ GPS მონაცემებს მარშრუტზე ნავიგაციისთვის.

გეღამის ქედი (სომხურად: Գեղամա լեռնաշղթա / Geghama ler’nashghta) სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც პეიზაჟებს შორისაა და წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე ველურსა და უნიკალურ შესაძლებლობას უწყვეტი ლაშქრობისათვის. 

ვულკანური კონუსებისა და კრატერების ეს ჯაჭვი, სადაც მხოლოდ ზაფხულობით ბინადრობენ მომთაბარე მწყემსები, გადის ცენტრალურ სომხეთში, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და ქმნის ბუნებრივ ბარიერს სევანის ტბასა და არარატის დაბლობს შორის. 

მწვერვალები გარშემორტყმულია გაშლილი ველებით. აღმოსავლეთით თანდათან ეშვება ტბის სანაპიროზე, ხოლო დასავლეთით – ხოსროვის ტყის ხეობაში. აქ ნახავთ პეტროგლიფებს(კლდის მხატვრობა) და ვეშაპის მეგალითური ძეგლს. ეს ერთადერთი რეგიონია სომხეთში, სადაც ეთნიკური ეზიდები წარმოადგენს უმრავლესობას. 

ბილიკის ეს გზამკვლევი გაწვდით ძირითად, პრაქტიკულ ინფორმაციას ამ მხარეში ლაშქრობისათვის. ასევე გთავაზობთ, რეკომენდირებულ(მოუნიშნავ), 114კმ-იან, უწყვეტ მარშრუტს, სულემას ქარვასლასა და ქალაქ სევანს შორის. ეს მარშუტი წარმატებით გადამოწმდა მოხალისეების, ბეტა-მოლაშქრეებისა და TCT-ს გუნდის წევრების მიერ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ბილიკის გეოგრაფიულად იზოლირებული სექცია, რომელიც საჭიროებს სრულ თვითკმარობას რამდენიმე დღის განმავლობაში(მარშრუტზე არ შეგხვდებათ მაღაზიები საჭმლის ან წყლის მარაგის შესავსებად, არ არის ღამის გასათევი ადგილები და საოჯახო სასტუმროები). ამ გზამკვლევის წაკითხვა არ არის თქვენი საკუთარი, დამატებითი, საფუძვლიანი დაგეგმვისა და მომზადების შემცვლელი. მათ, ვისაც არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, ვურჩევთ, პროფესიონალი გიდი დაიქირაონ ან ლაშქრობა ტრანსკავკასიური ბილიკის ნაკლებად რთულ მონაკვეთებზე სცადონ.

Important Disclaimer

The TCTA strives to provide accurate, current information as to trail conditions and the trail route.  However, actual trail conditions may be different, and such information may not be accurate or complete. Trail users are urged to consider all the information available from other sources and to heed local advice when available.  Trail users are ultimately responsible for all decisions as to the trail routes, trail conditions, weather, and safety.

In addition to the hazards posed by steep terrain and mountain weather, hikers should be prepared for difficult route-finding and challenging trail conditions, the possibility of washed-out bridges and dangerous river crossings in high water, aggressive dogs guarding sheep and cattle, giant hogweed, and frequent summer thunderstorms with extremely intensive periods of lightning. Access to emergency medical care and search and rescue is not always available.

მენიუ

მარშრუტის გადმოწერა

აპლიკაციები

იხილეთ ეს ბილიკი შემდეგ აპლიკაციებსა და პლატფორმებზე(ბმულები იხსნება ახალ ფანჯარაში)

პარტნიორები და სპონსორები

ტრანსკავკასიური ბილიკის ეს მონაკვეთი განვითარდა 2016-2021 წლებში, როგორც TCTA-ს ინდივიდუალური დონორების მხარდაჭერით, ასევე ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებთან პარტნიორობით.

გახდით TCTA-ს წევრი და მხარი დაუჭირეთ ბილიკის განვითარებას. შემოგვიერთდით აქ.

rgs jlr partnership logo
Bitnami