სასარგებლო ინფორმაცია

ლაშქრობის პერიოდი

ვაიოცძორში, კავკასიის სხვა მხარეებთან შედარებით, არის ზომიერი, მშრალი კლიმატი ცივი ზამთრებითა და ძალიან ცხელი ზაფხულებით.

ჩვეულებრივ, დეკემბრიდან მარტამდე, მიწა თოვლითაა დაფარული. საზამთრო ლაშქრობა მეტწილად შესაძლებელია, თუმცა დამოკიდებულია მოცემულ დროს დაგროვილი თოვლის რაოდენობაზე, რაც განსხვავდება წლიდან წლამდე.

როგორც წესი, გაზაფხული მარტში/აპრილში დგება და ივლისამდე მდელოები ველური ყვავილებითაა დაფარული, რაც ამ თვეებს ლაშქრობისათვის საუკეთესო პერიოდს ხდის.

ზაფხულის პერიოდში, ივლისიდან სექტემბრამდე, დღეები საკმაოდ ცხელია, განსაკუთრებით შუადღეს. მინდრვები გახმობას იწყებს, სოფლის მოსახლეობა კი თივის შეგროვებას. 

შემოდგომის ულამაზესი ფერებისა და გრილი ტემპერატურის გამო, ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდი კიდევ ერთი ხელსაყრელი დროა ვაიოცძორის სტუმრობისთვის.

ბილიკის სათავეებთან მისვლა და უკან დაბრუნება

მგზავრობის უმეტესი ნაწილის დაფარვა შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შემდეგ კი კერძო ტაქსით ან ავტოსტოპით. ტაქსის ფასი, ჩვეულებრივ, 100 დრამია თითო კილომეტრზე. თუ ტაქსს ტაქსომეტრი არ აქვს, მიზანშეწონილია, მძღოლს ფასზე წინასწარ შეუთანხმდეთ.

თუ ლაშქრობას სულემას ქარვასლადან იწყებთ:

  • ეღეგნაძორი და მარტუნი ყველაზე ახლო ქალაქებია, სადაც ერევნიდან მიკროავტობუსით(მარშრუტკით) მისვლა შეგიძლიათ. 
  • მიკროავტობუსები ერევნიდან მარტუნის მიმართულებით გადის ჩრილოეთ ავტოსადგურიდან და მგზავრობის საფასურია 1,200 სომხური დრამი.
  • მიკროავტობუსები ერევნიდან ეღეგნაძორის მიმართულებით გადის მეტროსადგურ “გორცარანაინის” შესასვლელიდან და მგზავრობის ფაისა 1,000 დრამი.
  • ეღეგნაძორიდან სულემას ქარვასლამდე 34 კილომეტრია ტაქსით, მარტუნიდან კი 25 კმ.

თუ ლაშქრობას ჯერმუკიდან იწყებთ:

  • მიკროავტობუსები, ერევნიდან ჯერმუკის მიმართულებით, ცენტრალური ავტოსადგურიდან გადის. მგზავრობის საფასურია 2,000 დრამი.

დასარჩენი ადგილი

ისევე, როგორც სომხეთისა და ზოგადად, კავკასიის უმეტეს ადგილებში, ველური კემპინგი დიდწილად აქაც მისაღებია, თუმცა თუ კარავს შესამჩნევ ადგილას გაშლით, შესაძლოა ცნობისმოყვარე ადგილობრივები გესტუმრონ. 

ბილიკის მიმდებარედ არის რამდენიმე ადგილი შიდა განთავსებისთვის. იხილეთ ინტერაქტიული რუკა ზუსტი მდებარეობისა და თითოეულის საკონტაქტო დეტალების სანახავად.

დაახლოებით მარშრუტის შუაში, მდინარის პირას არის შესანიშნავი ადგილი დაბანაკებისთვის – Crossway Camping, რომელიც მოლაშქრეებში ძალიან პოპულარულია, როგორც შესასვენებელი ლოკაცია.

საოჯახო სასტუმროების ჯავშნებთან, ტრანსპორტირებასა თუ გიდის მომსახურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ HIKEArmenia resource center-ს (ვარდანანცის ქ. #5, ერევანი) ან Arpa Protected Landscape Visitor Center-ს (ერევნის გზატკეცილი #8 (M-2) ეღეგნაძორი.

მარაგები

რეგიონში ვერ შეძლებთ გაზის ბალონების ყიდვას საბანაკე ქურებისთვის. საჭიროა, ისინი ერევნიდან წამოიღოთ ან გამოიყენოთ ალკოჰოლური ან სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ქურები. 

ბილიკის მიმდებარე სოფლებში ან საერთოდ არ არის მაღაზიები, ან არსებობის შემთხვევაში, ძალიან მწირი არჩევანი აქვთ. გირჩევთ, ყველა საჭირო პროდუქტი ერევანში, მარტუნში, ეღეგნაძორში ან ვაიქში მოიმარაგოთ. სუპერმარკეტებს ყველა ჩამოთვლილ ქალაქში ნახავთ.

ჯერმუკში არ არის სუპერმარკეტები, თუმცა არსებობს რამდენიმე პატარა მაღაზია.

თუ საოჯახო სასტუმროში რჩებით, გირჩევთ, მასპინძლებს წინასწარ შეუთანხმდეთ სადილის შესახებ(სამზარეულო საშუალებებლი ხშირად სტუმრებისთვის არ არის ხელმისაწვდომი). პერსონალი შემოგთავაზებთ სახლში, ადგილობრივი და ორგანული ინგრედიენტებით დამზადებული კერძების მრავალფეროვან არჩევანს

სხვა საჭიროებები

ყველა სოფელს ჰყავს ადგილობრივი მორიგე ექთანი მცირე სამედიცინო დახმარებებისთვის. მათ ნახვას შეძლებთ მუნიციპალურ ოფისში (სოფლის მერიაში). სამედიცინო დაწესებულებები ფუნქციონირებს: მარტუნში, ეღეგნაძორში, ვაიქში, ზარითაფსა და ჯერმუკში. 

ერევნის გარდა, უახლოესი, სრულყოფილად აღჭურვილი საავადმყოფო(სამხედრო ჰოსპიტალი) მდებარეობს სისიანში, ვაიქიდან 70 კმ-ში. 

არცერთ მიმდებარე სოფელში არ არის აფთიაქი. მათი ნახვა მხოლოდ ეღეგნაძორში, ვაიქში ან ჯერმუკში შეგიძლიათ.

მობილური ქსელი ბილიკის უმეტეს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია. თუმცა ნორავანქსა და გნიშიკს შორის მონაკვეთში ქსელს არ იჭერს. ჩვენი დაკვირვებით, VivaCell-MTS-ს საუკეთესო დაფარვა აქვს სომხეთის სოფლების ტერიტორიაზე. ამჟამად, B&B სასტუმროებსა და ადგილობრივ ოჯახებში Wi-Fi საიმედო არ არის. ამიტომ, თუ ინტერნეტთან წვდომა გჭირდებათ, რეკომენდირებულია მობილური ინტერნეტის წინასწარ შეძენა. თუმცა გათვალისწინეთ, კავშირის ხარისხი შესაძლოა ცვალებადი იყოს.

Menu

Route Resources

Partners & Sponsors

This section of the Transcaucasian Trail was developed between 2016–2018 with the generous support of the following organizations, as well as individual donors to the Transcaucasian Trail Association.

To become a TCTA member and support more trail development projects like this one, join here.

Bitnami