სასარგებლო ინფორმაცია

დილიჯანში ჩასვლა

ავტობუსი/მინივენი ერევნიდან: მაშტოცის გამზირიდან (მატენადარანის მუზეუმის ქვემოთ) დღეში რამდენჯერმე გადის ggTaxi-ს მინივენები, რომელთა ფასია 1,600 სომხური დრამი. ადგილების წინასწარ დასაჯავშნად გადმოწერეთ აპლიკაცია.

ჩრდილოეთ ავტოსადგურიდან(hyusisayin avtokayaran) ყოველ საათში ერთხელ, 10:00-დან 16:00-მდე, გადის მიკრო ავტობუსები დილიჯანის მიმართულებით. მგზავრობის ფასია 1,000 სომხური დრამი. თავად ავტოსადგურამდე მისვლა შეგიძლიათ ქალაქის ცენტრიდან ტაქსით ან #259 ავტობუსით. 

ტაქსი ერევნიდან: კერძო ტაქსით მგზავრობის საფარური, ერევნიდან დილიჯანამდე, დაახლოებით 9-11,000 სომხური დრამია(სტანდარტული ტარიფია: 100-120 დრამი/კმ)

ავტობუსი თბილისიდან: ერევანში მიმავალი მიკროავტობუსები ან საზიარო მინივენები დილიჯანამდე ფასდაკლებით მიგიყვანთ. გზავრობის დაწყებამდე მძღოლს ფასზე შეუთანხმდით.

საცხოვრებელი დილიჯანში

ჩვენი ოფიციალური პარტნიორი დილიჯანში არის Dilijan Hikers Hostel, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში და იტევს 10-მდე სტუმარს, ოთხ ან ექვსადგილიან საზიარო ოთახებში. ესტუმრეთ მათ ვებ-საიტს ან დაუკავშირდით WhatsApp-ის მეშვეობით: +374 91 145741.

ლაშქრობის პერიოდი

ჩვეულებრივ, აპრილის შემდეგ ლაშქრობა შესაძლებელია პარკის ჩრდილოეთ მხარეს, სადაც თოვლი ადრიანად იწყებს დნობას თუმცა, ამ დროისთვის, მაღლობებზე ჯერ კიდევ შემორჩენილია თოვლი და მაისამდე ნაკლებად სავარაუდოა მისი მთლიანად დნობა. ამასთან, ბილიკი საკმაოდ ატალახებული დაგხვდებათ. ივნისი და ივლისი შესაძლოა წვიმიანი იყოს, თუმცა ეს შესანიშნავი პერიოდია ველური ყვავილების მოყვარულთათვის, როცა მდელოები ყვავილებითაა დაფარული. აგვისტო ძირითადად მშრალია, თუმცა ხშირად საკმაოდ ცხელიც. მინდვრის ყვავილები ამ დროისთვის უკვე აღარ ყვავის და ბილიკის ზოგიერთი მოშორებული ადგილი უკვე საკმაოდ გადაბარდულია. სექტემბერსა და ოქტომბერში, დღის განმავლობაში, საკმაოდ სასიამოვნო ამინდია, მცენარეთა საფარი უკვე დამჭკნარია. ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის დასაწყისი, როდესაც შემოდგომის ფოთლები წითელ და ოქროს ფერებში ბრწყინავს, სანახაობრივად ყველაზე თვალწარმტაცი დროა დილიჯანის პარკის მოსანახულებლად. თუმცა ამ დროისთვის ბევრი ტურისტული დაწესებულება უკვე იხურება, ადგილობრივი მოსახლეობა ტოვებს დასახლებებს და მობანაკეები მზად უნდა იყვნენ ცივი ღამეებისთვის.

ადგილობრივი კლიმატი

დილიჯანში არის ცვალებადი, ნახევრად ტროპიკული კლიმატი და უხვი წვიმიანობა. ზამთარში ხშირია თოვლიანობა მთელ რეგიონში და ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა. გაზაფხული ყველაზე ნესტიანი სეზონია, უხვი წვიმიანობით აპრილიდან ივნისამდე. ივლისი-სექტემბერი ძირითადად მშრალი პერიოდია და ტემპერატურა არასდროსაა ისეთი მაღალი, როგორიც სომხეთის სხვა ტერიტორიებზე. მშრალი ამინდი გრძელდება მთელი შემოდგომის განმავლობაში, ხოლო დეკემბრისთვის ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა და ყინვას იწყებს. ძლიერი წვიმა წელიწადის ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი. ზაფხულშიც კი, გრიგალი და სეტყვა უცხო ხილი არ არის მაღლობებსა და მწვერვალებზე. ამიტომ, მოლაშქრეებს ვურჩევთ, ყოველთვის თან იქონიონ წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.

ბილიკის სათავემდე მისვლა

ამ დროისთვის, ხაჩარძანსა და ჰოვქს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება. ყველაზე მარტივი გზა, ბილიკის სათავესთან მოსახვედრად, ტაქსის დაქირავებაა. დილიჯანში ქუჩის ტაქსები, ავტოსადგურის გარეთ, Cafe #2-ის მოპირდაპირე მხარეს დგას, თუმცა ფასის წინასწარ განსაზღვრისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციები: ggTaxiან YandexGo. ბილიკის ზოგიერთ მონაკვეთის დალაშქვრა თავად დილიჯანვე შეგიძლიათ.

დამატებითი ინფორმაცია

Menu

Downloads

Partners & Sponsors

This section of the Transcaucasian Trail could not have been built without the generous support of:

Bitnami