დილიჯანის ეროვნული პარკი, სომხეთი

ტრანსკავკასიური ბილიკის 80 კილომეტრიანი (4-5 დღე) ლაშქრობის გზამკვლევი.

ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ დაგეგმოთ მოგზაურობა ტრანსკავკასიური ბილიკის ცალკეულ, 80 კილომეტრიან მონაკვეთზე სომხეთში, დილიჯანის ეროვნული პარკის ტყეებს, მთებსა და მონასტრებს შორის. ამ გვერდზე ნახავთ ინტერაქტიულ რუკებს, turn-by-turn გზამკვლევსა და სხვა პრაქტიკულ ინფორმაციას. დამატებით, იხილავთ სასარგებლო აპლიკაციის ბმულებსა და სხვა წყაროებს მარშრუტზე ნავიგაციისთვის.

ტრანსკავკასიური ბილიკის ამ 80 კილომეტრიან სექციას, რომელიც 2017 წელს, HIKEArmenia-სა and Caucasus Nature Fund-ის გულუხვი მხარდჭერით გაიყვანეს მოხალისეებმა, მიჰყავხართ ერთ-ერთ საუკეთესო მოგზაურობაში, რაც რეგიონს შეუძლია შემოგთავაზოთ. ბილიკი გადის ქალაქ დილიჯანისა და დილიჯანის ეროვნული პარკის მიმდებარე მთებზე.

თვალწარმტაცი კირქვის ფერდებისა და ფართოფოთლოვანი ტყეების გარდა, თქვენი მარშრუტი გაივლის სომხეთის ზოგიერთი საკულტო და ისტორიული ადგილების მახლობლად. მათ შორისაა, მეათე საუკუნით დათარიღებული აღარცინისა და გოშავანქის ადრეული ქრისტიანული მონასტრები და რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ბუნებრივი და კულტურული სანახაობები.

გამოცდილი, თვითკმარი მოლაშქრეები მრავალ ადგილს აღმოაჩენენ დასაბანაკებლად. ეს შესაძლებლობას მოგცემთ ცვლილებები შეიტანოთ თქვენს მარშრუტში, თქვენი განრიგისა და ფიზიკური შესაძლებლობების შესაბამისად. მათ, ვისაც ღამის გათევა დახურულ სივრცეში ურჩვნიათ, შეუძლიათ ესტუმრონ საოჯახო სასტუმროებს. მათი ადგილმდებარეობა აღნიშნულია ჩვენს რუკებზე.

ეს მარშრუტი კვეთს დილიჯანის ეროვნული პარკის სალაშქრო ქსელის მრავალ მონაკვეთს და აღნიშნულია წითლად და თეთრად შეღებილი მანიშნებლებით, რომლებიც დაყენებულია ყველა მთავარ გზაჯვარედინზე. გზის გაგრძელება შეგიძლიათ ორივე მიმართულებით. მეტი ინფორმაცია, რეგიონის ბილიკების, რეკომენდირებული საცხოვრებლის, ადგილობრივი გიდებისა თუ საინტერესო სანახაობების შსახებ, შეგიძლიათ იხილოთ HIKEArmenia-ს ვებსაიტსა და iOS/Android აპლიკაციებში.

ეს გზამკვლევი აღწერს მარშრუტს სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, რომელიც იწყება სოფელ ხაჩარძანში და მთავრდება ჰოვქში.

Important Disclaimer

The TCTA strives to provide accurate, current information as to trail conditions and the trail route.  However, actual trail conditions may be different, and such information may not be accurate or complete. Trail users are urged to consider all the information available from other sources and to heed local advice when available.  Trail users are ultimately responsible for all decisions as to the trail routes, trail conditions, weather, and safety.

In addition to the hazards posed by steep terrain and mountain weather, hikers in should be prepared for difficult route-finding and challenging trail conditions, the possibility of washed-out bridges and dangerous river crossings in high water, aggressive dogs guarding sheep and cattle, giant hogweed, and frequent summer thunderstorms with extremely intensive periods of lightning. Access to emergency medical care and search and rescue is not always available.

Menu

Downloads

Partners & Sponsors

This section of the Transcaucasian Trail could not have been built without the generous support of the following organizations, as well as individual donors to the Transcaucasian Trail Association.

To become a TCTA member and support more trail development projects like this one, join here.

Bitnami