პარტნიორობა


CCC-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამშრომლობითი, ურთიერთმომგებიანი კავშირების დამყარება.

ჩვენ ფუნდამენტური მისიაა, დავაკავშიროთ და შთავაგონოთ ახალგაზრდები გარემოსდაცვით სფეროში, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შევქმნათ უფრო მდგრადი გარემო კავკასიაში. ამის მიღწევა შეუძლებელია სხვა ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების დახმარების გარეშე. პარტნიორული ურთიერთობებით, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ რეალური საჭიროებები რეგიონში და CCC-ის პროექტების საშუალებით, დავეხმაროთ ადგილობრივ საზოგადოებას მათ მოგვარებაში.

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას ნებისმიერ სექტორთან თანამშრომლობისთვის, იქნება ეს სამთავრობო ორგანიზაციები, არაკომერციული ორგანიზაციები, ბიზნესები, თუ ადგილობრივი გაერთიანებები. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ მნიშვნელოვანი პროექტები რეგიონის განვითარებისა და კონსერვაციის მხარდასაჭერად.

DSC_4155

CCC-სთან პარტნიორობის უპირატესობები:

  • თქვენი საზოგადოებისა და კონსერვაციული მიზნების მხარდაჭერა: მიიღეთ წვდომა ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებაზე, ბილიკის გაყვანის, მოვლის და საველე სამუშაოების შესახებ. იმუშავეთ ჩვენთან ერთად თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაგეგმვაზე.
  • დაასაქმეთ მოტივირებული ახალგაზრდები: იპოვეთ ახალი ტალანტები ჩვენ მიერ გადამზადებულ, მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს შორის.
  • გამოამჟღავნეთ თქვენი ერთგულება გარემოს დაცვისადმი: ახალგაზრდების განვითარებისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერის მეშვეობით, განამტკიცეთ თქვენი, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესისანდოობა.
  • ითანამშრომლეთ სხვა ორგანიზაციებთან, რომლებთანაც გაკავშირებთ საერთო ღირებულებები: შემოუერთდით ჩვენს ფართო ქსელს კავკასიის რეგიონში, რომელიც მოიცავს მცირე ბიზნესებს, სამთავრობო სააგენტოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

პარტნიორობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: [email protected].

IMG_4790

შემოუერთდი ჩვენს პარტნიორთა ქსელს:

Logo Backgrounds-19

მენიუ

Volunteer Portal

Click here to access our volunteer portal

პარტნიორები და სპონსორები

კავკასიის კონსერვაციის კორპუსი ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაცია – U.S. Forest Service International Programs-ისა და ტრანსკავკასიური ბილიკის ასოციაციის (TCTA) შემომწირველების მიერ. კავკასიის კონსერვაციული კორპუსი (CCC) არის  კოლაბორაციული პარტნიორობა TCT-ისა და Trails for NGO შორის.

ერთად, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პარტნიორებთან რეგიონის მასშტაბით, რათა დავნერგოთ მნიშვნელოვანი პროექტები სალაშქრო ბილიკების განვითარების, გარემოს აღდგენისა და მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის.

თუ გსურთ, გახდეთ TCTA-ის წევრი და წვლილი შეიტანოთ CCC-ის ძალისხმევაში, განავითროს და დააკავშიროს ახალგაზრდა ლიდერები კონსერვაციულ დარგში, შემოგვიერთდით აქ.

Dilijan National Park
Dilijan National Park
Zangezur Biosphere Complex
Zangezur Biosphere Complex
Bitnami