პრაქტიკული ინფორმაცია

როდისაა საუკეთესო დრო სიუნიქში ლაშქრობისთვის?

სიუნიქში ტრანსკავკასიური ბილიკის უმეტესი ნაწილი კვეთს სუბალპურ ტყეებს, მდელოებსა და საძოვრებს, ზღვის დონიდან 835-3,076მ-ის სიმაღლეზე. ბილიკი მიუყვება ისტორიულ საფეხმავლო გზებსა და 4×4 ტრასებს, სოფლებისა და რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილების გავლით. ყველაზე ოპტიმალური პერიოდია აქ ლაშქრობისთვის ადრეული მაისიდან შუა ოქტომბრამდეა.

გაზაფხული საუკეთესო დროა ველური ყვავილების სანახავად, თუმცა გაზაფხულის მიწურულს, ხშირია ძლიერი შტორმები და ატალახებული ბილიკები. შუა ზაფხული მშრალი და მზიანი დღეების პერიოდია, ცენტრალური ევროპის მსგავსი კლიმატით. ამ დროს იწყება თივის წარმოებისა და კენკრის სეზონი. შემოდგომაზე ტყეები ოქროსფრად იფარება, ტემპერატურა კი ნელ-ნელა ეცემა და ხეებიდან უკანასკნელი ნაყოფი იწყებს ცვენას.

ეს აღწერილობა არ ვრცელდება მხოლოდ ხუსტუპის მთასა და მასთან მიმდებარე ქედებზე: 3,210 მეტრიანი მწვერვალი და მისი შემოგარენი ივნისამდე მეტწილად დათოვლილია, თოვა კი ოქტომბრიდან იწყება.

ზამთრის მოსვლასთან ერთად, დღეები მოკლდება და ბუნების იერსახეც იცვლება. თოვლცვენებს შორის, სამხრეთ სომხეთში, ხშირია მშრალი პერიოდები, როდესაც ბილიკის ზოგიერთი მონაკვეთი შესაძლოა მიღწევადიც კი იყოს. სოფლებში საოჯახო სასტუმროების უმეტესობა ზამთრის განმავლობაშიც აგრძელებს სტუმრების მიღებას, ხოლო უფრო დიდ ქალაქებში, სასტუმროები მთელი წლის განმავლობაში მუშაობს.

ბილიკის სათავეებამდე მისვლა და დაბრუნება

ერევნიდან გორისის და კაპანის მიმართულებით მიკროავტობუსები საქალაქთაშორისო ავტობუსის სადგურიდან გადის, რომელიც მდებარეობს დავით სასუნცის(Սասունցի Դավիթ) რკინიგზის სადგურის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჩრდილოეთ შესასვლელთან. იქ მისვლას მარტივად შეძლებთ ქალაქის ცენტრიდან მეტროთი ან მიკროავტობუსით. მგზავრობის ფასია 3,500 სომხური დრამი – გორისის მიმართულებით ხოლო 4,000 დრამი – კაპანის მიმართულებით.

მიკროავტობუსები შევსებისთანავე გადის და შეუძლებელია ადგილის წინასწარ დაჯავშნა, ამიტომ სასურველია, ადრიანად მიხვიდეთ. თუ უკანასკნელ მიკროავტობუსს ვერ მიუსწარით ან თავისუფალი ადგილი არ დაგხვდათ, შესაძლებელია საზიარო მინივენი იპოვოთ, რომელიც იმავე მარშრუტს გაივლის, თუმცა ოდნავ მაღალ ფასად.

გაითვალისწინეთ, რომ ფასები, განრიგი და გასვლის ლოკაცია რეგულარულად იცვლება, ამიტომ, მოგზაურობამდე მოიძიეთ უახლესი ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

შიშკერტის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ამიტომ თუ ლაშქრობის დაწყებას ან დამთავრებას იქ აპირებთ, ტაქსი ან კერძო ტრანსპორტი კაპანში წინასწარ მოიძიეთ.

თუ ჯგუფთან ერთად ხართ, კერძო ტაქსის დაქირავება შესაძლოა უფრო მოსახერხებელი გზა იყოს ბილიკის სათავესთან მისასვლელად. ტარიფი სტანდარტული მანქანისთვის 100 დრამია თითოეულ კილომეტრზე, ხოლო შვიდადგილიანი მანქანისთვის – 150 დრამი/კმ. მათი შეკვეთა მარტივად შეგიძლიათ სომხური სატრანსპორტო აპლიკაციებით: ggTaxi, YandexGo ან Utaxi.

შესაძლოა ტურისტულმა სააგენტოებმაც შემოგთავაზოთ ფიქსირებული, მრიცხველით დაანგარიშებულზე დაბალი ფასი. მგზავრობის დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ სასტუმროს პერსონალსაც.

ღამის გათევა

სომხეთისა და ზოგადად, კავკასიის უმეტეს მხარეში, ბუნებაში დაბანაკება მისაღებია, თუმცა, თუ კარავს თვალსაჩინო ადგილას გაშლით, შესაძლოა ცნობისმოყვარე ადგილობრივები გეწვიოთ.

მარშრუტზე, ბარძრავანის(Բարձրավան) გარდა, რამდენიმე ადგილას შეგხვდებათ ღამის გასათევი ადგილები. მოსახლეობის უმეტესობა იყებენს Booking.com-ს თავიანთი სერვისებისთვის. საოჯახო სასტუმროებში განთავსების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისა და საკონტაქტო დეტალების ნახვა შეგიძლიათ Legends Trail-ის გზამკვლევლში(იხილეთ ქვემოთ).

საოჯახო სასტუმროების, ტრანსპორტირებისა და გიდების მომსახურების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ერევანში მდებარე HIKEArmenia-ს რესურსცენტრს(ვარდანანცის ქ. #5, ერევანი), გორისის ტურისტული ინფორმაციის ოფისს(ანკახუტიანის ქ. #3) ან ტათევის საინფორმაციო ცენტრს(Tatev Information Centre & Cafe) საბაგირო სადგურის მოპირდაპირე მხარეს. კაპანში არ არის ოფიციალური ტურისტული ინფორმაციის ცენტრი, მაგრამ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, ARK Armenia(ჩარენცის ქ. 4/4), მხარს უჭერს მოლაშქრეებს და აწვდის საჭირო ინფორმაციას ინგლისურ ენაზე.

ლაშქრობა და მარაგები.

რეგიონში შეუძლებელია UTC გაზის ბალონების შეძენა ამიტომ, საჭიროა, თავად წაიღოთ ისინი ერევნიდან(იხილეთ HIKEArmenia ზემოთ). გამოიყენეთ მრავალსაწვავიანი ან ალკოჰოლზე მომუშავე ქურა ან იქონიეთ ბუტანის კარტრიჯის ადაპტორი. 

მარშრუტის მიმდებარე სოფლებში მაღაზიები არ არის, ან არსებობის შემთხვევაში, პროდუქტის ძალიან მცირე არჩევანი აქვთ. თუ დაბანაკებას აპირებთ, გირჩევთ, ყველა საჭირო პროდუქტი ერევანში, გორისში ან კაპანში მოიმარაგოთ.

თუ საოჯახო სასტუმროში ან B&B-ში რჩებით, გირჩევთ მასპინძლებს წინასწარ შეუთანხმდეთ სადილის შესახებ. ისინი შემოგთავაზებენ ადგილობრივი, ორგანული ინგრედიენტებით მომზადებულ უგემრიელეს კერძებს.

სხვა ინფორმაცია

ყველა სოფელში არის ადგილობრივი მორიგე ექთანი მცირე სამედიცინო დახმარებისთვის. მათი ნახვა შეგიძლიათ მუნიციპალურ დაწესებულებებში (მაგ: სოფლის გამგეობა).

უახლოესი, სრულყოფილად აღჭურვილი საავადმყოფოები არის ერევანში ან სისიანში – სამხედრო ჰოსპიტალი.

მარშრუტის მიმდებარე სოფლებში, შინუჰაირის გარდა, არ არის აფთიაქები.

მობილური ქსელის დაფარვა საკმაოდ კარგია ამ ტერიტორიაზე. ჩვენი გამოცდილებით, VivaCell-MTS-ს ყველაზე კარგი დაფარვა აქვს სომხეთის ქალაქგარე ტერიტორიებზე. საოჯახო სასტუმროების Wi-fi ამჟამად არც ისე სანდოა, ამიტომ, თუ ინტერნეტთან წვდომა გჭირდებათ, გირჩევთ წინასწარ შეიძინოთ მობილური ინტერნეტის პაკეტი.

Dive Deep into Local Lore with the Syunik Legends Trail Hiking Guidebook!

As well as ultra-detailed 1:25,000 topographic maps and written descriptions of each trail stage, this comprehensive pocket guidebook to the Legends Trail provides historical, background and practical information on all of the places and points of interest you’ll visit along the way, listings of accommodation and other services along the route, and guides to the many and varied side routes and excursions you can take from the main route of the trail. It also includes detailed advice on travel to and within Armenia, practical information you’ll need to know in advance of arriving in the country, and a lot more besides.

Explore Every Corner of the Vorotan Canyon!

If exploring a wild, spectacular gorge full of millenia-old monasteries and hermitages sounds like your kind of hiking adventure, you might be interested in this all-new topographic hiking map of Tatev and the Vorotan Canyon!

At the ultra-detailed scale of 1:25,000, this full-colour folding sheet map includes the long-distance Transcaucasian Trail and Legends Trail routes through the region, as well as 19 additional marked and signposted trails, 10m-interval contours, and additional historic sites and villages – which are not yet on the official trail network, but are still ready to be explored by the most intrepid of travellers.

Menu

Route Downloads

Recommended Apps

You can also find this trail on the following popular hiking and navigation platforms:

Get the guidebook

Partners & Sponsors

This section of the Transcaucasian Trail was developed between 2016–2021 in partnership with the following organizations, as well as with the support of individual donors to the Transcaucasian Trail Association.

To become a TCTA member and support more trail development projects like this one, join here.

Bitnami