მიმდინარე აქტივობები
CCC ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. თითოეული ღონისძიება ორიენტირებულია როგორც ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებაზე კონსერვაციულ საქმიანობაში, ასევე აღნიშნული ღონისძიებების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებლის მოტანაზე.
ქვემოთ ჩამოთვლილის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, განაგრძეთ კითხვა.
- მოხალისეობის პროგრამა
- გუნდის ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი.
- პროფესიული განვითარება
- საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები
- საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება.
მოხალისეობის პროგრამა
თითოეულ ქვეყანაში ვატარებთ პროგრამებს, სადაც მოხალისეებს ვთავაზობთ შესავალს სალაშქრო ბილიკის გაყვანისა და მოვლის შესახებ. ვუზიარებთ ცოდნას საველე ბანაკში ცხოვრების, ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმალიზაციის და ფართომასშტაბიანი კონსერვაციული პროექტების შესახებ.
მოხალისეთა პროგრამების პერიოდი და სტრუქტურა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა, ყოველი მათგანი გთავაზობთ შესაძლებლობას, ახლებურად შეიგრძნოთ ბუნებრივი გარემო, ხოლო ბილიკების მოვლითა და გაუმჯობესებით, საგრძნობლად დაეხმაროთ ახლომდებარე საზოგადოებასა და მოსახლეობას.
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ მოხალისეს, მათ შორის, ბილიკების გამოცდილ მშენებლებს და ასევე, მათ, ვისაც უბრალოდ სურს, სახალისო და აქტიური გზით, შეიტანოს წვლილი პროექტში.
მოხალისეების დახმარებით, ჩვენ უკვე გავასუფთავეთ, გავაუმჯობესეთ და დავაგეგმარეთ ასეული კილომეტრის სიგრძის ბილიკებს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყანაში.
ამჟამინდელი ღონისძიებების შესახებ უახლესი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, შეამოწმოთ შესაბამისი ქვეყნის სოციალური ქსელის გვერდები: სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი.
გუნდის ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი
კავკასიის კონსერვაციის კორპუსის მიზანია მოამზადოს ლიდერები, რომლებიც უხელმძღვანელებენ მიწის ზედამხედველობას, ბილიკების დაგეგმარებას და მოვლას და კონსერვაციასთან დაკავშირებულ სხვა ინიციატივებს, რეგიონის მასშტაბით.
ბილიკის გუნდის ახალ ლიდერებს. რომელთაც სურთ, შეუერთდნენ ჩვენს გუნდს, ყოველწლიურად ვთავაზობთ ტრენინგების შესაძლებლობას. გუნდის ახალი ლიდერები გადიან მდგრადი ბილიკების აგების და მოვლის, ბილიკის მშენებლობის უნარებისა და ერგონომიკის, გუნდური მუშაობისა და გუნდის მენეჯმენტის, ხელსაწყოების მოვლისა და უსაფრთხო მოხმარების, ბუნებაში კარვის გაშლისა და საკვების მომზადების, რისკის მართვის, ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტის მართვის და საველე პირობებში პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო პროგრამას.
ჩვენი სასწავლო პროგრამა შედგენილია ჩვენი ადგილობრივი გუნდის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსერვაციული კორპუსის პროგრამების მიხედვით და მორგებულია ადგილობრივ ენებსა და კონტექსტზე, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
პროგრამის დამთავრების შემდეგ, გუნდის ლიდერები უფლებამოსილნი არიან, მართონ მოხალისეთა გუნდი. არაერთი გუნდის ლიდერი ბრუნდება და აგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას მომდევნო სეზონებზეც. გუნდის გამოცდილ ლიდერებს საშუალება აქვთ, გაიზარდნონ პროფესიულად და გამოსცადონ თავი ლიდერების ტრენერის პოზიციაზე.
TCT-სა და Trails For Change-ის პროექტებზე ხანგრძლივი მუშაობის გარდა, CCC-ის გუნდის ლიდერებმა დაიკავეს სხვადასხვა პოზიციები გიდობის საქმიანობასა და ეკოტურიზმში და გააგრძელეს სამაგისტრო სწავლება გარემოსდაცვით სფეროში.
გუნდის ლიდერების მიღება 2023 წლისთვის უკვე დამთავრებულია. 2024 წლის შესაძლებლობების სანახავად, გთხოვთ, გადაამოწმოთ ჩვენი ვებ-საიტი და სოციალური ქსელის გვერდები.
პროფესიული განვითარება
მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი გუნდის ლიდერებისა და თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით:
საველე პირობებში პირველადი დახმარების ტრეინინგი:
2023 წელს, ჩვენ ვუმასპინძლეთ რეგიონის პირველ საველე მედიცინის კურსს – Wilderness First Responder (WFR). კურსი გაიარეს გუნდის ლიდერებმა საქართველოდან და სომხეთიდან. ეს იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ზოგადი უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად.
WFR კურსი ოქროს სტანდარტია საველე მედიცინის ტრენინგებში. ეს ათდღიანი კურსი იზოლირებულ და მიუდგომელ ადგილებში მომუშავე და მოგზაურ ლიდერებსა და პროფესიონალებს აწვდის ინფორმაციას საველე პირობებში სამედიცინო დახმარების გაწევის, ლიდერობის და კრიტიკული აზროვნების შესახებ. კურსის განმავლობაში, სტუდენტები სწავლობენ ძირითად პრინციპებს და იძენენ იზოლირებულ და ექსტრემალურ გარემოში, საჭიროებიდან გამომდინარე – დღეების ან კვირების განმავლობაში სამედიცინო პრობლემების შეფასებისა და მართვისათვის საჭირო უნარებს.
გარემოსდაცვითი განათლება
ჩვენ ვამყარებთ პარტნიორობას მრავალ ორგანიზაციასა თუ ინდივიდებთან, რათა სხვადასხვა მიმართულებით გავამდიდროთ ჩვენი ტრენინგები. ტრენინგები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: მცენარეთა ამოცნობა, ბილიკებთან დაკავშირებული ეკო-განათლება, ბილიკების შემეცნებითი დაგეგმარება და ცოდნის მიღება დაცული ტერიტორიის პერსონალისა და რეინჯერებისგან.
ჩვენ აქტიურად ვეძებთ პარტნიორებს, რათა მეტად გავაფართოვოთ პროგრამა ამ კუთხით. თუ დაინტერესებული ხართ თანამშრომლობით, გთხოვთ, დაგკვიკავშირდეთ: [email protected]
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები
ჩვენ ვისწრაფვით დავაკავშიროთ კონსერვაციულ სფეროში მომუშავე ლიდერები რეგიონულ დონეზე.
ბილიკის გუნდს ვიყენებთ როგორც პლატფორმას საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებისთვის – ვქმნით საერთაშორისო კოლაბორაციის შესაძლებლობებს, რომელიც დაგვეხმარება კავკასიაში უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში.
2023 წელს, ჩვენ ვუმასპინძლეთ გუნდის ლიდერების ორმხრივ გაცვლით პროგრამას, საქართველოსა და სომხეთს და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
მომავალ წლებში, CCC მიზნად ისახავს, შექმნას ფორუმი სამმხრივი გაცვლითი პროგრამისთვის, რომელიც თავს მოუყრის ახალგაზრდებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნიდან და ხელს შეუწყობს მათ შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას ისეთ გარემოში, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები ბუნებაში, მდგრადობაში, ლაშქრობაში და ბილიკის გაყვანაში.
საზოგადოების გაფართოება
ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და თემებთან, ისეთ პროექტებში, რომელიც დაეხმარება მათ, განავითარონ საკუთარი გარემო, ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისთვის და შექმნან ბიზნეს შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მივცეთ კავკასიის რეგიონის გაცნობისა და ახლებურად დანახვის შესაძლებლობა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას – ჩართულობისა და საკუთარ რეგიონში პროექტების ჩამოყალიბების საშუალება.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ დაცულ ტერიტორიებთან, მიწის მდგრადი მართვის სააგენტოებთან და ტურისტულ სააგენტოებთან.
ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ და შევაფასოთ აჟამინდელი საჭიროებები და სისუსტეები აღნიშნულ სექტორში, რათა შევძლოთ შესაბამისი დახმარების გაწევა.
მენიუ
პარტნიორები და სპონსორები
კავკასიის კონსერვაციის კორპუსი ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაცია – U.S. Forest Service International Programs-ისა და ტრანსკავკასიური ბილიკის ასოციაციის (TCTA) შემომწირველების მიერ. კავკასიის კონსერვაციული კორპუსი (CCC) არის კოლაბორაციული პარტნიორობა TCT-ისა და Trails for NGO–ს შორის.
ერთად, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პარტნიორებთან რეგიონის მასშტაბით, რათა დავნერგოთ მნიშვნელოვანი პროექტები სალაშქრო ბილიკების განვითარების, გარემოს აღდგენისა და მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის.
თუ გსურთ, გახდეთ TCTA-ის წევრი და წვლილი შეიტანოთ CCC-ის ძალისხმევაში, განავითროს და დააკავშიროს ახალგაზრდა ლიდერები კონსერვაციულ დარგში, შემოგვიერთდით აქ.