- სახიფათოა ლაშქრობა კავკასიის რეგიონში?
- შემიძლია სასაზღვრო ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება და საზღვრის გადაკვეთა?
- შესაძლებელია TCT-ს სრულად დალაშქვრა?
- როგორ გაიყვანთ ბილიკს კონფლიქტურ ტერიტორიებზე?
სახიფათოა კავკასიონის დალაშქვრა?
კავკასიონის დალაშქვრაც ისეთივე რისკებთანაა დაკავშირებული, როგორთანაც ნებისმიერი სხვა რეგიონის დალაშქვრა. TCT-ს ზოგიერთი მონაკვეთი ისეთ ადგილებზე გადის, სადაც დაგჭირდებათ სპეციფიკური ცოდნა და მაღალმთიან რეგიონებში ლაშქრობის გამოცდილება. თუ მსგავსი გამოცდილება არ გაქვთ, გირჩევთ, გიდი დაიქირაოთ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უსაფრთხოება რუსეთის საზღვრის სამხრეთით მდებარე მთებში, თუმცა, სიტუაცია შესაძლოა მოულოდნელად შეიცვალოს. ამიტომ, გამგზავრებამდე მიზანშეწონილია, გადაამოწმოთ მთავრობის გაფრთხილებები და რეგულაციები.
შემიძლია სასაზღვრო ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება და საზღვრის გადაკვეთა?
არა. საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური, სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით. საზღვრის სხვა ადგილას გადაკვეთა სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს. ჩვენს ვებ-საიტზე არსებული ზოგიერთი რუკა არ გვიჩვენებს ოფიციალურ სასაზღვრო პუნქტებს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი საზღვარი არ არის აღიარებული ან შეთანხმებული ყველა მხარის მიერ. მომავალში უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით რეგიონში სასურველი ტურის დასაგეგმად. ამჟამად კი, გთხოვთ თავად მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია, რათა თავიდან აირიდოთ საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა.
შესაძლებელია TCT-ს სრულად დალაშქვრა?
ნახეთ TCT-ს მიმდინარე ბილიკის სექციები.
როგორ აპირებთ ბილიკის გაყვანას კონფლიქტურ ტერიტორიებზე?
ეს არ იქნება ადვილი და შესაძლოა, ბევრი წელიც კი დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამას შევძლებთ. ამ მთებს ადამიანები საუკუნეების განმავლობაში კვეთდნენ და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში გაადვილდება კონკრეტული მონაკვეთების შეუფერხებლად გავლა. ბილიკის გაყვანით, ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ უფრო პოზიტიური და ამბიციური მომავლის შექმნას. მანამდე კი, უკვე არსებული, ასობით კილომეტრიანი ბილიკი გვაქვს დასალაშქრი. მთაში შევხვდებით ერთმანეთს!